Results

President of Georgia

12/18/2025 | Press release | Distributed by Public on 12/18/2025 12:01

საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა „მეცნიერების სასახლეში“ უმასპინძლა

საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა "მეცნიერების სასახლეში" უმასპინძლა
18.12.2025

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა "მეცნიერების სასახლეში" უმასპინძლა.

თამარ ბაგრატიონს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ და "მეცნიერების სასახლის" გენერალურმა დირექტორმა, ნემანია ჯორჯევიჩმა სასახლეში მიმდინარე სამეცნიერო აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

"მეცნიერების სასახლე" სერბეთში მეცნიერების კვლევისა და პოპულარიზაციის პირველი და რეგიონში უდიდესი ცენტრია. სამეცნიერო აქტივობების სპექტრი აქ 5,500 კვ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. სასახლის მისია ცოდნის განვითარებისა და გაცვლის ხელშეწყობაა.

ფოტოგალერეა
President of Georgia published this content on December 18, 2025, and is solely responsible for the information contained herein. Distributed via Public Technologies (PUBT), unedited and unaltered, on December 18, 2025 at 18:01 UTC. If you believe the information included in the content is inaccurate or outdated and requires editing or removal, please contact us at [email protected]